ყვითელი ამბები

„ჩემმა მეუღლემ ცხრაჯერ გადამარჩინა სიკვდილს...“ - რა შეემთხვა ზაზა კოლელიშვილს?

Sputnik
მსახიობი ზაზა კოლელიშვილი რთულ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო თავისი ნიჭი სრულად ვერ გამოიყენა.
ზაზა კოლელიშვილი: დაბადების დღე მედალივითაა... სინანულით ვფიქრობ, ვაჰ, რა დრო გასულა!

„ცოტა ხმამაღლა არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ღმერთისგან მოცემული ტვინის და ნიჭიერების 10% არ მაქვს გამოყენებული. ერთ წელიწადში დავკარგე ჯერ მამა – რომ გაიგო დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა, წნევამ დაარტყა და მოკვდა. 6 თვის თავზე დედაჩემი და კიდევ 6 თვეში – ბიძაჩემი. ეს სამი ადამიანი – 58 წლის მამაჩემი, 57 დედაჩემი და 52-ის ბიძაჩემი. წელიწადი და 9 თვე არ გამოვფხიზლებულვარ, მიმალავდნენ სასმელს, ისე ცუდად ვიყავი. ნათია (მეუღლე) რომ არ ყოფილიყო, ჩემთან ინტერვიუ არ იქნებოდა. ვეძებდი, ყველასთან ვსვამდი“, – იხსენებს მსახიობი.

მისი თქმით, ამ ყველაფრის დაძლევაში დაეხმარა კინოფესტივალი „ოქროს არწივი“, სადაც მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მისცეს „ოქროს არწივი“ და 50 ათასი მანეთი, რაც უზარმაზარი თანხა იყო.
„რაღაც ახალი სტიმული დაიბადა, უცებ ვიღაცამ დამიძახა „ბატონო ზაზა“ და ყურში უცნაურად გაიჟღერა. ჩემმა მეუღლემ ცხრაჯერ გადამარჩინა სიკვდილს, ყოველთვის ითმენდა ნათია”, – ამბობს კოლელიშვილი გადაცემაში „სხვა კითხვები”.