თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ჯაკომო პუჩინის ოპერა „მანონ ლესკოს“ საპრემიერო ჩვენებები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9, 10, 16, 17, 23, 24 ივლისს გაიმართება.
„მანონ ლესკო“ აბატ პრევოს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილი ოთხმოქმედებიანი ოპერაა. პუჩინის ოპერის პრემიერა 1893 წლის 1 თებერვალს ტურინში (იტალია) გაიმართა.
„მანონ ლესკოს“ პრემიერის აფიშა
© Courtesy of Tbilisi Opera and Ballet State Theatre
ქართველი მსმენელი ლატვიის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრის დადგმას იხილავს.
ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროებში. წარმოდგენებზე დაწესებულია დრეს-კოდი – კლასიკური სამოსი.