ყვითელი ამბები

სამსახური მსოფლიო ბანკში და ოთხი ენა - ვინ არის დეპუტატი, რომლის ვიდეო სოცქსელში აიტაცეს

Sputnik
პარლამენტის დეპუტატი მა­რი­ამ ლაშ­ხი, რომელიც მეორე შვილის მოლოდინშია, პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლის დროს სოციალურ ქსელებში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.
„აუ, თავიდან ჩამირთე რა“, – ასე მიმართა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის საუბრის მანერას და მიმიკებს სოცქსელში აქტიურად განიხილავენ.
ყვითელი ამბები
„მაგიტომ მოგიწიათ რვა ქმრის გამოცვლა...“ – სალომე გოგიაშვილი ბულინგის მსხვერპლი გახდა
როგორც მარიამი ამბობს, განათლება გერმანიაში მიიღო, იქიდან დაბრუნებულმა კი პროფესია შეიცვალა და მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და დიპ­ლო­მა­ტია აირ­ჩია.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი იყო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­ფუძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­სა­ფარ ბავ­შვთა სახ­ლე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და: ტრე­ნინ­გებს უტა­რებ­და და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას აძ­ლევ­და. ამის შემ­დეგ მსოფ­ლიო ბან­კში გა­და­ვე­დი, სა­დაც სამი წელი ვმუ­შა­ობ­დი, იქი­დან კი „ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში” მი­მიწ­ვი­ეს. ოთხი ენა ვიცი: ინ­გლი­სუ­რი, გერ­მა­ნუ­ლი, თურ­ქუ­ლი და რუ­სუ­ლი, ფრან­გუ­ლის შეს­წავ­ლაც და­ვი­წყე“, – ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, მე­უღ­ლე – ალექ­სან­დრე ნე­ფა­რი­ძე ერთ-ერთ ბან­კში იუ­რის­ტად მუ­შა­ობს.

„ერთ უბან­ში გა­ვი­ზარ­დეთ. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ვმე­გობ­რობ­დით და ვი­ღა­ცებს ვუ­რი­გებ­დი კი­დეც. ერთხელ ხუმ­რო­ბით მი­თხრა, ასეთ მე­გო­ბარს ცო­ლა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვიყ­ვან­დიო. ცოტა ხან­ში ეს ხუმ­რო­ბა სი­ნამ­დვი­ლედ იქცა. ოჯა­ხი გა­აზ­რე­ბუ­ლად, ზრდას­რულ ასაკ­ში შევ­ქმე­ნით“, – უამბობს ჟურნალ „გზას” დეპუტატი.