დღეს 2022 წლის 24 ივნისია, პარასკევი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ეს ის დღეა, როდესაც ბევრი რამ სრულიად მოულოდნელად განვითარდება. მზად იყავით იმპროვიზირებისთვის. გეგმის მიხედვით მოქმედება, დიდი ალბათობით, არ მოგიწევთ.
ადვილი იქნება გარშემომყოფებთან ურთიერთობები. საერთო საქმიდან შეიძლება მეგობრული ან სასიყვარულო კავშირი დაიწყოს. თავს ძალიან ნუ დაიტვირთავთ. დროდადრო დაისვენეთ. მოერიდეთ უსიამოვნო ადამიანებს, პირქუშ აზრებსა და რთულ საუბრებს.
ვერძი: არ ინერვიულოთ დილით გაჩენილი სირთულეების გამო. ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობები რთული იქნება. შესაძლებელია უთანხმოებები. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა საქმეებში და პირად ურთიერთობებში.
კურო: მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. ისინი შეიძლება გაჩნდეს როგორც საქმიან სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში. გამოგადგებათ უნარი, შეამჩნიოთ წვრილმანები, მცირე დეტალები, რომლებიც სხვებს გამოეპარათ. რთული საქმეები და მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. საღამოს დაისვენეთ.
ტყუპი: ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ. ეს რთული იქნება განსაკუთრებით დღის დასაწყისში. მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ მყოფებს არ დაუპირისპირდეთ. სჯობს, რთული საკითხების განხილვა გადადოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. შეგიძლიათ შეხვედრა მეგობრებთან, დროის გატარება ოჯახში.
კირჩხიბი: მშფოთვარე დღე გელოდებათ. სავარაუდოდ, გეგმის მიხედვით ვერ იმოქმედებთ. მოგიწევთ იმპროვიზაცია. შეიძლება თქვენ წინაშე გაიხსნას საინტერესო პროფესიული შესაძლებლობები, მიიღოთ შემოთავაზება სამსახურთან დაკავშირებით. არაა გამორიცხული შემოსავლების ახალი წყაროს პოვნა, სასიამოვნო სიურპრიზები.
ლომი: არ განერვიულდეთ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავიდა, სწრაფად ვერ გაუმკლავდით რთულ საქმეს. შეუპოვრობა და ოპტიმიზმი დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში. მოსალოდნელია სასიამოვნო ცვლილებები ახლობლებთან ურთიერთობებში, წარსულს ჩაბარდება უთანხმოებები. საღამოს შეყვარებულებს სიურპრიზები ელოდებათ.
ქალწული: სანამ რთულ საქმეებს შეეჭიდებით, მანამდე დარწმუნდით, რომ მათ დამოუკიდებლად გაუმკლავდებით. სამწუხაროდ, დღეს ვერავინ დაგეხმარებათ. საკმაოდ მშფოთვარე დღე იქნება. მოგიწევთ როგორც სამუშაო, ისე საოჯახო პრობლემების გადაწყვეტა. ადვილი არ იქნება, მაგრამ პრობლემებს მაინც გაუმკლავდებით.
სასწორი: ყურადღება გაამახვილეთ სამუშაოზე, რადგან დღეს შესამჩნევი პროგრესის მიღწევა შეგიძლიათ. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლოა, საინტერესო წინადადება მიიღოთ. ირგვლივ მყოფებზე დადებით შთაბეჭდილებას დატოვებთ. პირად ურთიერთობებში კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი არაა. დაისადგურებს ჰარმონია.
მორიელი: საკმაოდ დატვირთული და საინტერესო დღე გელოდებათ. შეგიძლიათ ინიციატივის გამოჩენა საქმეებში. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები საქმიან ურთიერთობებში. კარგად ჩაივლის მგზავრობა როგორც დაგეგმილი, ისე სპონტანური. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი მეგობარი გახდება. შეიძლება შოპინგი.
მშვილდოსანი: რაც არ უნდა მოხდეს დილით, შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი და კარგი განწყობა, არ განერვიულდეთ. მალე მიხვდებით, რომ რაც თქვენ ირგვლივ ხდება, მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ ინიციატივას გამოიჩენთ პირად ურთიერთობებში, გადადგამთ პირველ ნაბიჯს იმ ადამიანისკენ, რომელიც მოგწონთ. საღამოს კარგი სიახლე გელოდებათ.
თხის რქა: დიდი ალბათობით, არაფერი მნიშვნელოვანი არ მოხდება, მაგრამ დღე მაინც იღბლიანად ჩაივლის. შეგიძლიათ ახალი საქმეების დაწყება, ასევე ადრე დაწყებულთა მიბრუნება. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა პრობლემებმა. ყველაფერს გაუმკლავდებით, მაგრამ ამას ძალისხმევა დასჭირდება. კარგი იქნება, თუ საღამოს ძალებს აღიდგენთ.
მერწყული: ფულთან დაკავშირებულ ყველა საკითხში ფრთხილად უნდა იყოთ. არ იჩქაროთ გარიგებების დადება, რამის ყიდვა, ხელმოწერა ფინანსურ დოკუმენტებზე. დანარჩენ საკითხებში ხელსაყრელი დღეა. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. პირად ურთიერთობებში დადებითი ტენდენციები ჭარბად იქნება. საღამოს შეგიძლიათ პაემანზე წასვლა.
თევზები: ეცადეთ, მაქსიმალურად მეგობრულად იყოთ განწყობილი როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. არცთუ მარტივი დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. კარგი იქნება, თუ თავიდან აიცილებთ კამათს, ღია კონფლიქტებს. ამაში იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში გელოდებათ სასიამოვნო სიურპრიზები.