მსოფლიო დღეს

ტეხასში დაანგრევენ იმ სკოლას, სადაც სროლის დროს 21 ადამიანი დაიღუპა

სროლის შედეგად სკოლაში 18 ბავშვი და 3 ზრდასრული დაიღუპა
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. ტეხასის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაანგრიოს სკოლის შენობა იუვალდში, სადაც სროლის დროს 21 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ქალაქის მერმა დონ მაკლაფლინმა განაცხადა.
ტრაგედია მაისის ბოლოს მოხდა. იუვალდის მკვიდრმა, 18 წლის სალვადორ რამოსმა დაწყებით სკოლაში სროლა ატეხა. პოლიციელებმა რამოსი სროლის დროს მოკლეს.
დაიღუპა 18 ბავშვი და 3 ზრდასრული. სროლა იუვალდში ბოლო ათწლეულში აშშ-ში ყველაზე სისხლიანი ინციდენტი იყო.
„სკოლა დაინგრევა. თქვენ ვერ მოსთხოვთ ბავშვს ან მასწავლებელს, დაბრუნდეს ამ სკოლაში“, - განაცხადა მერმა ქალაქის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ტელეარხმა Fox News-მა გადასცა.