საქართველო „ინტერ რაოს“ შესაძლო სანქცირებისთვის ემზადება

„ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თელასი“ რეგულირებადი კომპანიაა და სირთულეების თავიდან ასაცილებლად ჩვენ კანონიერი ბერკეტები გაგვაჩნია, განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ ირგვლივ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
კომპანია „თელასი“ რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ ეკუთვნის და რუსეთის და რუსული კომპანიების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე კომპანია „თელასის“ საქმიანობის შესაძლო შეჩერება ბევრში შეშფოთებას იწვევს.

„ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თელასი“ რეგულირებადი კომპანიაა და ჩვენ გაგვაჩნია ბერკეტები კანონმდებლობაში, რათა მყისიერად დაინიშნოს სპეციალური მმართველი, რათა არ შეჩერდეს სერვისების მიწოდება“, – განუცხადა ნარმანიამ ტელეარხ „ფორმულას“.

ელექტროენერგია – სპეციფიკური პროდუქციაა და მისი მოსახლეობისა და კომერციული სექტორისთვის მიწოდების დიდი ხნით შეჩერება წარმოუდგენელია ჩვენთვის, აღნიშნა მან.
მისი თქმით, თუ „ინტერ რაოს“ სანქციები შეეხება, სპეციალური მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება მყისიერად იქნება მიღებული.
კომპანია „ინტერ რაო“ საქართველოში „თელასის“ გარდა ასევე ფლობს კომპანია „თელმიკოს“ და მდინარე ხრამზე ორ მსხვილ ჰესს.