„10-ჯერ და 12-ჯერ თავიდან დაწყებული ცხოვრება ხშირად დამღლელია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ყველა გამოწვევის შემდეგ იწყება ახალი და საინტერესო ეტაპი, ყოველ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში ასეა. მე ვარ დარწმუნებული, ჩემს ცხოვრებაში იწყება ახალი და უფრო საინტერესო ეტაპი. რაც უფრო წლები გადის და ასაკი მემატება, ვრწმუნდები, რომ რაც არ გვკლავს, სინამდვილეში მართლა გვაძლიერებს“, – ამბობს ტელეწამყვანი.
„ეს გადაცემა სხვა ფორმატში, სხვა კუთხით გააგრძელებს არსებობას, ფორმატზე ვფიქრობთ. ეს გამოწვევა ჩემთვის იქნება ძალიან კარგი მიზეზი – ვიყო უფრო ძლიერი, ვიდრე ვიყავი აქამდე და უფრო დამოუკიდებელი, ვიდრე ვიყავი აქამდე, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ. მე მგონია, რომ ჩვენ გადავრჩებით, ჩვენ ვიარსებებთ, განსაკუთრებით ახლა, საქართველოს ისტორიის ამ ეპიზოდში, როცა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობა. ჩვენ მაუწყებლობას არ შევწყვეტთ, ამისთვის ვიბრძვით და ვაკეთებთ ყველაფერს”, – მიმართა მაყურებელს ჟორჟოლიანმა.