თავდასხმა „TV პირველის“ ოპერატორზე: ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
Sputnik
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ტელეარხი „TV პირველის“ ოპერატორის პროფესიული ნიშნით, ძალადობის გამოყენებით დევნის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ინციდენტი 18 ივნისს ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. გამოძიების მიხედვით, „TV პირველის“ ოპერატორი, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იყო, პირდაპირ ეთერში უფლებადამცველს რთავდა, როდესაც თავს რამდენიმე პირი დაესხა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებულები 21 ივნისს დააკავეს.
მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით (დევნა, პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - საქართველოს პროკურატურა