ყვითელი ამბები

„ეს არის რატის ახალი სიმღერა“ - დუეტი „ჯორჯია“ ახალ კლიპს შეკვეთილში იღებს

Sputnik
მაკა ზამბახიძე შეკვეთილის სანაპიროზე გადაღებულ ახალ კლიპს აანონსებს. ამას ადასტურებს ფოტო, რომელიც მან ახლახან განათავსა სოციალურ ქსელში.
„ჩემი შვილის მოლოდინში...“ - მაკა ზამბახიძემ მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტა
რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას მაკა ამბობს, რომ ეს დუეტი „ჯორჯიას“ ახალი ვიდეორგოლია სრულიად ახალ კომპოზიციაზე, რომელიც ახლა იწერება ხმის ჩამწერ სტუდიაში.
„ეს არის რატის ახალი სიმღერა. მუსიკა დათო ფორჩხიძეს ეკუთვნის. სიმღერა იწერება „ბრავოში“, ალეკო ბერძენიშვილთან. კლიპს ამზადებს Faf Production, რომელსაც გადაღებული აქვს ჩემი „მზესუმზირები“, „დაბადების დღე“. კლიპის პრემიერა შედგება ივლისის შუა რიცხვებში“, – ამბობს მომღერალი.