დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივნისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 22 ივნისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღის დასაწყისში ძლიერი განცდები გელოდებათ. თავის გაკონტროლება ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანებსაც გაუჭირდებათ. სინამდვილეში მღელვარებისთვის სერიოზული მიზეზები, სავარაუდოდ, არ იქნება. უბრალოდ, ბევრის ემოციური ფონი ძალიან დაძაბული იქნება. დღის მეორე ნახევარი ნაყოფიერად ჩაივლის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ივნისი>>
ვერძი: ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. სასარგებლო აღმოჩნდება საუბრები სამუშაოზე, მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, კარგ რჩევებს. ჰარმონიულად აეწყობა პირადი ურთიერთობებიც. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები, სიყვარულის აღიარება.
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
კურო: შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თუნდაც რამე გეგმის მიხედვით არ წავიდეს. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები, ასევე საოცარი თანხვედრები. სიფრთხილეა საჭირო როგორც საქმიან, ისე პირად კონტაქტებში. არაა საჭირო საიდუმლოებების გამჟღავნება ახალ ნაცნობებთან.
ტყუპი: საკმაოდ დატვირთული და დამღლელი დღე გელოდებათ, მაგრამ ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. მათი მხარდაჭერის წყალობით დასახულ მიზნებს მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, დატვირთვა შეამციროთ, მოერიდოთ დამღლელ საქმეებს. დაისვენეთ, ისეირნეთ.
კირჩხიბი: საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. განსაკუთრებით კარგი დღეა მათთვის, ვინც ახალ საქმეებს შეუდგება. ხელსაყრელი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის, იმ ადამიანებთან შესახვედრად, ვისაც გინდათ, რომ მოეწონოთ. შესანიშნავ დროს გაატარებთ მეგობრებთან.
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი
ლომი: დილა დატვირთული იქნება. ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. თქვენი თამამი იდეები ბევრს მოეწონება. იღბლიანი იქნება დღის მეორე ნახევარიც, თუმცა ამ დროს წინა პლანზე პირადი ურთიერთობები გამოვა. დაეხმარებით ახლობლებს. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები ოჯახში.
ქალწული: გექნებათ შანსი, წარმატებას მიაღწიოთ ბევრ საქმეში, მაგრამ ამისთვის მოვლენებს რეალურად უნდა შეხედოთ და სწორად შეაფასოთ საკუთარი ძალები. ეცადეთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია მეგობრული ან სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება.
სასწორი: დღის დასაწყისში მოვლენები ნავარაუდევზე ნელა განვითარდება, ასე რომ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ. შესაფერისი დროა მასშტაბური პროექტების დასაწყებად. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ საოჯახო საკითხებს მიხედავთ, გადაწყვეტთ პრობლემებს.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც თავიანთ მიზნებს ყოველთვის აღწევენ
მორიელი: ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის. ბევრი დაინტერესდება თქვენი გეგმებით. შესაძლოა წინადადება შემოგთავაზონ. გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ახლობლებთან უთანხმოებებია მოსალოდნელი, მაგრამ ეცადეთ, კონფლიქტები თავიდან აიცილოთ.
მშვილდოსანი: არ იჩქაროთ. სანამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით, მართლა დადგა თუ არა მტკიცე მოქმედებების დრო. ეცადეთ, არ აიღოთ საკუთარ თავზე ფინანსური სერიოზული ვალდებულებები. მოსალოდნელია უთანხმოებები. ეცადეთ, წამიერ ემოციებს არ აჰყვეთ.
თხის რქა: ძალიან ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. საერთო ენას სწრაფად იპოვით როგორც ძველ, ისე ახალ ნაცნობებთან. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები საქმიან სფეროში. არაა გამორიცხული თანხის მიღება. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა შოპინგისთვის.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ცხოვრებით ტკბობა შეუძლიათ
მერწყული: არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება. ჯერ ყველაფერი კარგად უნდა მოიფიქროთ. ეს თავიდან აგაცილებთ სერიოზულ პრობლემებს, არ დაკარგავთ უქმად დროს. ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.
თევზები: შეეჭიდეთ ახალ საქმეებს. ინტუიცია განსაკუთრებულად მწვავე იქნება და მისი მინიშნებების წყალობით დამაჯერებელ გამარჯვებებს მოიპოვებთ. იღბლიანი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. საღამო ხელსაყრელი დროა შეყვარებულებისთვის, საყვარელ ადამიანთან შეხვედრისთვის.