მსოფლიო დღეს

Reuters: ევროპული სანქციების შემდეგი სამიზნე რუსული ოქროა

Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. რუსული ოქრო შესაძლოა ევროპული სანქციების ახალი სამიზნე გახდეს ევროკავშირის შეზღუდვების შემდეგი პაკეტის ფარგლებში, იტყობინება სააგენტო Reuters ევროკავშირის სამიტისთვის მომზადებული წინადადებების პროექტზე დაყრდნობით.

„ჩინოვნიკების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი პაკეტი ამ დროისათვის არ მზადდება, გრძელდება მუშაობა იმ სექტორების იდენტიფიცირებაზე, რომლებსაც შეიძლება შეეხოს სანქციები. <...> ოქრო ერთ-ერთი შესაძლო შემდეგი სამიზნეა“, — განმარტავს სააგენტო.

ამასთან Reuters-ი ვითარებაში გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია მუშაობს სანქციების მომდევნო რაუნდში ოქროს შესაძლო დამატებაზე.
ოქრო რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი მთავარი აქტივია. უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ, დასავლეთის სანქციების შესაბამისად, ცენტრობანკის ოქროსა და ვალუტის აქტივებიდან დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი გაიყინა. მარტის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განმარტებები, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის ცენტრობანკის ოქროსთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია სანქცირებულია. ცენტრალური ბანკის რეზერვების დაახლოებით ნახევარი სწორედ ოქროში ინახება.
წყარო: Reuters