ყვითელი ამბები

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია“ - ნინუცა მაყაშვილი შეყვარებულზე საუბრობს

Sputnik
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი საყვარელი მამაკაცის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

„რაც ედუ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სამყარო ამოტრიალდა. ამ ადამიანის გამოჩენამდე ვინმესთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მქონდა, მით უმეტეს, სერიოზულის. მაგრამ ედუს შემთხვევაში იმდენად სწრაფად განვითარდა მოვლენები, რომ გაანალიზებაც ვერ მოვასწარი. ორი იდეალური ნაწილი რომ შეხვდება ერთმანეთს და იდეალურად ეწყობა, ზუსტად ეს შემთხვევაა, გაგვიმართლა ორივეს“, – ამბობს მსახიობი.

მისი თქმით, ამ ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად გრძნობს.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ბოროტი ადამიანია და არ მინდა მათი უაზრო კომენტარების კითხვა, ამიტომ მაქსიმალურად ვერიდები ამ თემაზე საჯაროდ საუბარს. ერთს ვიტყვი: ყველას აქვს უფლება, იყოს ბედნიერი, ამიტომ რასაც ვთვლი საჭიროდ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, იმას ვიტყვი, მეტს არაფერს“, – ამბობს ნინუცა მაყაშვილი.