მზებუდობა 21 ივნისს – წლის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე

ზაფხულის მზებუდობა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არის პერიოდი, როცა არის ყველაზე გრძელი დღე და მოკლე ღამე. ეს ერთი ჩვეულებრივი დღე არ არის კალენდარში, არამედ არის დრო, როდესაც მთელი ბუნების ენერგია იღვიძებს, რომელსაც ადამიანის ენერგეტიკის განახლება შეუძლია
Sputnik
ამ დღეს მზე ჰორიზონტზე თავის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს და ზენიტში გარკვეული დრო დაჰყოფს. ასტრონომიაში ეს თარიღი ასტრონომიული ზაფხულის დაწყებას ემსახურება.
ეზოთერიკოსების ირწმუნებიან, რომ ზაფხულის მზებუდობა საუკეთესო დროა სხვადასხვა რიტუალის შესასრულებლად, ჯანმრთელობის გამტკიცების, სიყვარულისა და კეთილდღეობის მოსაზიდად. თუ ამ დღეს სურვილს ჩაუთქვამთ, ის წლის ბოლომდე ახდება.
მზე გადადის კირჩხიბის ნიშანში. ესაა ბუნების აყვავების დრო, მისი პიკი, ყველა სტიქიის – წყლის, ჰაერის, ცეცხლისა და მიწის ჰარმონია.
მზის კირჩხიბის ნიშანში გადასვლისას ადამიანებში იღვიძებს მიჯაჭვულობა საკუთარი სახლის, მშობლების, ოჯახის, შვილების მიმართ. კირჩხიბის ნიშანს მთვარე მართავს. 21 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით პერიოდი, ანუ მზე კირჩხიბში შესაფერისი დროა საგვარეულოს ენერგეტიკულ სისტემაში კავშირების აღსადგენად. ესაა ემოციური აღმასვლის, ფაქიზი აღქმისა და გამჭრიახობის, სიყვარულისა და შემოქმედების პერიოდი.
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
მზეს, როგორც სიცოცხლის წყაროს, ყველა კულტურაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. როგორც წესი, უმრავლეს კულტურებში მზე (ლომის ნიშანს მართავს) მამაკაცურ საწყისს წარმოადგენს, ხოლო მთვარე ქალურს (თუმცა არის პირიქითაც, მაგალითად, იაპონიაში, ახალ გვინეაში). რიგ კულტურებში მზე და მთვარე მეუღლეებად ან და–ძმად წარმოგვიდგებიან.
ზაფხულის მზებუდობა თბილისის დროით 13:13 საათზე დადგება.
რას გვირჩევენ ასტროლოგები
ზაფხულის მზებუდობის დროს არ შეიძლება ცუდ განწყობაზე ყოფნა, რადგან ამ დღის ენერგეტიკა დადებითია და გავლენას მხოლოდ მათზე ახდენს, ვინც მზადაა, ის თავის ცხოვრებაში შემოუშვას.
ამ დღეს თამამად შეიძლება ვუწოდოთ ხელსაყრელი დღე. მზე მაქსიმალურად პოზიტიურ ენერგიას გამოასხივებს. დროის დათმობა შეიძლება სამუშაოს, დასვენების, ურთიერთობებისთვის. თითოეულს ექნება საშუალება, თავი იმას მიუძღვნას, რაც ყველაზე მეტად მოსწონს.
მზე დაგვასაჩუქრებს შესანიშნავი განწყობით, რომელიც შეგვიძლია, ეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს გავუზიაროთ. მზის ხელსაყრელ ენერგიას ვერც ნეგატიური მთვარე ვერძის ნიშანში ვერ შეეწინააღმდეგება.
ექსპერტები გვირჩევენ, ამ დღეს დავალაგოთ სახლი და გავათავისუფლოთ ის ძველმანებისგან, რათა ასტრონომიულ ზაფხულს სისუფთავეში და მოწესრიგებულად შერვხვდეთ.
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
ძალიან კარგი დღეა ნაცნობობისთვის – იმის ალბათობა, რომ სასიამოვნო და კეთილ ადამიანს გავიცნობთ დღეს, ძალიან მაღალია. კარგი დღეა ქორწილის, მომავალი მეუღლის მშობლების გაცნობის, სიყვარულის აღიარებისთვის.
იდეალური დღეა წარსულის მძიმე მომენტებისგან გასათავისუფლებლად. კარგი იქნება წყენის პატიება. ეს გაგათავისუფლებთ და ბედნიერს გაგხდით.
შესანიშნავი დღეა მზებუდობა გართობისთვის. მართალია, სამუშაო დღეა, მაგრამ ეცადეთ, თავისუფალი დრო სასიამოვნო ურთიერთობებს, მგზავრობას, საინტერესო ადგილების მონახულებასა და მეგობრებთან, ახლობლებთან ურთიერთობებს დაუთმოთ.