კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული - ზოგადი დახასიათება

კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია, რომელსაც ძლიერი ინტუიცია გააჩნია. აფასებს კომფორტს, ფუფუნებას. ხშირად ეცვლება ხასიათი.
Sputnik
კირჩხიბი (Cancer) – ზოდიაქოს თანავარსვლავედის მეოთხე ნიშანია. მისი სტიქია წყალი და მმართველი პლანეტა მთვარე განსაზღვრავენ კირჩხიბების მთავარ მახასიათებელს – იდუმალებას.
ირგვლივ მყოფები მათ აღიქვამენ, როგორც რთულ ნატურას, იდუმალებით მოცულსა და არალოგიკურს. ამას გარდა, გარეგნული სიცივის მიღმა ხშირად ფაქიზი, მგრძნობიარე ნატურა იმალება. ზოდიაქოს არცერთი ნიშანი არ ეპყრობა გრძნობებსა და სასიყვარულო განცდებს კირჩხიბზე უფრო სერიოზულად.
კირჩხიბებს ხასიათის ხშირი ცვალებადობა ახასიათებთ. ისინი ზოდიაქოს ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია, რომელსაც ძლიერი ინტუიცია გააჩნია. ისინი ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ კრიტიკას, არ ისწრაფვიან საჯაროობისკენ და ემოციურად დაუცველნი არიან. ამასთან, რომანტიკულად განწყობილი კირჩხიბები ხანდახან ნამდვილ ტირანებად და მესაკუთრეებად იქცევიან ხოლმე. როგორც წესი, ეს ტიპური ქცევაა იმ კირჩხიბებისა, რომლებიც მტრული გარემო სამყაროს გამო იტანჯებიან. ისინი აფასებენ კომფორტს, ფუფუნებას, დახვეწილ გარემოს, არიან იშვიათი ჰედონისტები. მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოება – იშვიათად რისკავენ, მოქმედებენ ფრთხილად და არ უყვართ, როცა რაიმეს გაკეთებას აიძულებენ.
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კირჩხიბი ზოდიაქოს ის იშვიათი ნიშანია, რომელიც ორ ტიპად იყოფა – ლიდერები და ტანჯულები. პირველ ტიპს განეკუთვნებიან გულუხვი, კეთილშობილი, პოპულარული, მხიარული ადამიანები. მეორე ტიპს – ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან შთაბეჭდილებებითა და წარმოსახვით, რაც მათ ობიექტურ რეალობას უცვლის. ასეთნი არიან კირჩხიბები – შფოთვისა და შიშის მსხვერპლნი, რომლებიც გვერდს უვლიან პოტენციურ პრობლემასაც კი. ხანდახან ისინი ძალზე ეგოცენტრული და თავის თავში შეყვარებული არიან. ზოგადად, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები მაღალ შეფასებას აძლევენ საკუთარ თავს, დამოკიდებული არიან ირგვლივ მყოფების შეფასებაზე – გამოიყურებიან თუ არა ისინი მათ თვალში ავტორიტეტულად, კარგად მოჩანს თუ არა მათი დიდება და ჯილდოები. სწორედ ამიტომ რეაგირებენ კირჩხიბები ასე მტკივნეულად მარცხსა და კრიტიკაზე.
კირჩხიბი მამაკაცი
კირჩხიბ მამაკაცებს ახასიათებთ ცხოვრებისეული პრობლემების გაზვიადება, მათ დეპრესიასა და ნეგატიურ განწყობას შთაბეჭდილების წახდენა შეუძლია. არიან რა დახვეწილი, არაერთმნიშვნელოვანი, დაუოკებელი, შეიძლება მოჩანდნენ, როგორც ჭირვეული ადამიანები, მაგრამ, ამასთან, ისინი ერთგულნი არიან, განსაკუთრებით, სიყვარულის საკითხებში.
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში>>
კირჩხიბი მამაკაცი აფასებს ერთგულებასა და უსაზღვრო სიყვარულს, რომელიც არაჯანსაღ გაღმერთებას ესაზღვრება, ამასთან, მისთვის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ლიდერის როლი. მასთან ურთიერთობებში რთულია აუცილებელი ბალანსის მოძებნა – დომინირების ეგოისტური სიყვარულის მიუხედავად, ადვილად შეიძლება დაკარგოს ინტერესი ქალისადმი, თუ მასში ინდივიდუალობა არ დაინახა.
კირჩხიბი ქალი
კირჩხიბი ქალებიც ორ ტიპად იყოფიან. პირველს განეკუთვნებიან ალერსიანი, მორცხვი და რამდენადმე ფრიგიდული ქალები, რომლებიც გვაოცებენ თავიანთი მორჩილებითა და მონობისთვის მზადყოფნით. მეორე ტიპის ქალები, პირიქით, კაშკაშა, ემოციურად არასტაბილური, მაღალი თვითშეფასების მქონენი არიან. ორივე ტიპის წარმომადგენელი ეჭვიანი, კრიტიკისადმი მგრძნობიარე, გაზვიადებული დრამატიზმისკენ მიდრეკილია.
კირჩხიბ ქალებს სჩვევიათ თავიანთი წარსულის გადაჭარბებით შეფასება, მისტირიან დაკარგულ შესაძლებლობებსა და წარსულ ურთიერთობებს. მეოცნებე ხასიათიდან გამომდინარე, ფანტაზიებს ეძლევიან, წარმოიდგენენ ხოლმე, როგორ აეწყობოდა მათი ცხოვრება სხვა ვითარებაში. როგორც წესი, ამ ნიშნის ქალებს შეუძლიათ ეკონომია, თანხის გონივრული ხარჯვა, მაგრამ თუ წონასწორობიდან გამოვიდნენ, შესაძლოა, სასოწარკვეთილი შოპოჰოლიკებიც გახდნენ.
თუ დაქორწინებას აპირებთ: როგორი არიან ზოდიაქოს ნიშნები ურთიერთობებში
სიყვარულში კირჩხიბი ქალი შეპყრობილია, სასოწარკვეთილი, არაპროგნოზირებადი, კარგავს კონტროლს. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრძნობისმიერ სიამოვნებას, მაგრამ თავისი სისუსტისა რცხვენია და გულგრილობის ნიღაბს იფარებს. გარეგნული აგრესია ხშირად პრობლემებისა და კომპლექსების დამალვის მცდელობაა. ნიღბისა და ჯავშნის უკან ამოფარებულ კირჩხიბს ხშირად უჭირს ჰარმონიული ურთიერთობების აწყობა.

კირჩხიბი ქალი უამრავ ენერგიას ხარჯავს იმისთვის, რომ ძლიერი და დამოუკიდებელი ჩანდეს. ხშირად მისი ემოციურობა გარეთ სიუხეშესა და ჭირვეულობაში ვლინდება, ამიტომ მასთან ურთიერთობებს მხოლოდ მომთმენი და მსხვერპლის გაღებისთვის მზად მყოფი მამაკაცი შეძლებს.
კირჩხიბის შეთავსება სხვა ნიშნებთან
კირჩხიბი ზოდიაქოს ერთადერთი ნიშანია, რომელსაც ყველა ნიშანთან შეუძლია, ასე თუ ისე, შეწყობა, მაგრამ განსაკუთრებით ბედნიერი ურთიერთობა აქვს მორიელთან, ქალწულთან, თხის რქასთან და თევზებთან.
ინტიმური შეთავსებადობა ზოდიაქოს ნიშნებს შორის>>
სტაბილური კავშირია მოსალოდნელი კუროსთან, კომპრომისების შემთხვევაში – მშვილდოსანთან და ლომთან.
ყველაზე წარუმატებელია კავშირი ვერძთან, ტყუპთან, კირჩხიბთან და მერწყულთან.
კირჩხიბის ნიშნით დაიბადნენ გამოჩენილი ადამიანები:
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, ერნესტ ჰემინგუეი, მარკ შაგალი, ვივიენ ლი, ტომ ჰენქსი, ჰარისონ ფორდი, სელენა გომესი, ჯინა ლოლობრიჯიდა, ტომ კრუზი, მერილ სტრიპი, ზინედინ ზიდანი, პამელა ანდერსონი, ჯორჯო არმანი და სხვ.