ყვითელი ამბები

„ამან დაანგრია ოჯახი“ - ჟერარ პიკე ქერათმიან გოგონასთან ერთად გამოიჭირეს - ფოტო

Sputnik
მას შემდეგ, რაც შაკირა და ჟერარ პიკე 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ სკანდალურად დაშორდნენ, ტაბლოიდები აქტიურად ცდილობენ გაარკვიონ, ვინ არის ის ქალი, რომელთანაც ფეხბურთელმა შაკირას უღალატა. და, აი, ინტერნეტ-სივრცეში პიკესა და უცნობი ქერათმიანი გოგონას ფოტო ვირუსულად ვრცელდება.
ისინი მატჩს ადევნებენ თვალს. 35 წლის პიკეს ჰუდი აცვია. მის გვერდზე მჯდომ გოგონას კი თეთრი ქუდი ახურავს. ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ჟერარის ახალი რჩეული მარლაც ძალიან ახალგაზრდაა.
ყვითელი ამბები
„გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს“ - შაკირა ქმართან დაშორებაზე განცხადებას ავრცელებს
თავიდან დასავლური მედია აქტიურად წერდა, რომ პიკემ შაკირას თანაგუნდელი პაბლო გავის დედასთან უღალატა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პიკეს ახალი შეყვარებული 19 წლის სტუდენტია.
„აი ამან დაანგრია ოჯახი“, „აშკარად არ არის პაბლო გავის დედა“, – წერენ კომენტარებში.