მსოფლიო დღეს

რუსეთის საგარეო უწყებაში ევროკავშირის ელჩი დაიბარეს

Sputnik
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რუსულ მხარეს მოვუწოდე, არ გაამწვავონ სიტუაცია ლიეტუვის გავლით კალინინგრადის ოქლში ტრანზიტის საკითხზე, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა რუსეთში მარკუს ედერერმა.

„მე ვთხოვე რუსულ მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ გაამწვავონ სიტუაცია არც სიტყვით და არც საქმით, და ეს სიტუაცია დიპლომატიური გზით გადაწყვიტონ“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან ელჩმა განმარტა, რომ ლიეტუვა „ცალმხრივი ზომებს კი არ იღებს, არამედ ევროკავშირის სანქციებს ასრულებს“.
ედერერის თქმით, კალინინგრადის ბლოკადაზე საუბარიც არ არის, ვინაიდან იმ საქონლის ტრანზიტი, რომელსაც ევროკავშირის სანქციები არ შეხებია, კვლავაც გრძელდება და „ნორმალურად მიმდინარეობს“.
ედერერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დაიბარეს ლიეტუვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით – აკრძალოს გარკვეული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადის ოლქში. ელჩმა საგარეო უწყებაში დაახლოებით საათ-ნახევარი დაჰყო.