გახრწნილი ხორცის საქმე: შსს-მ გამოძიება დაიწყო

სამინისტროს ინფორმაციით, ექიმ-თერაპევტის ბინიდან ამოღებული ხორცის ნიმუშების ექსპერტიზა გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სანზონაში ექიმ-თერაპევტის ბინიდან უცნობი წარმომავლობის გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო, რაც სისხლით ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.
პოლიცია სანზონაში მრავალბინიანი კორპუსის მობინადრეებმა გაუსაძლისი სუნის გამო გამოიძახეს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აწუხებდათ. მოქმედი ექიმ-თერაპევტის ბინაში პოლიციას დახვდა დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი, ფეკალიებით და სისხლის მაგვარი სითხით სავსე კონტეინერები.
სამინისტროს ინფორმაციით, ექიმ-თერაპევტის ბინიდან ამოღებული ხორცის ნიმუშების ექსპერტიზა გრძელდება.
მასმედიის ინფორმაციით, ქალი, რომლის ბინაშიც დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი იპოვეს, მუხიანში ერთ-ერთ კლინიკაში ახლაც მუშაობს.
სანზონაში გახრწნილი ხორცით სავსე ბინა დალუქეს: მედიაში კანიბალიზმზე საუბრობენ >>
ქალს პოლიციისთვის უთქვამს, რომ ხორცი გაუფუჭდა, რადგან მაცივარი არ მუშაობდა, ხოლო გახრწნილი ხორცის გადაყრა ვერ მოახერხა, რადგან კანალიზაცია გაჭედილი აქვს.
მასმედიაში არ გამორიცხავენ, რომ საქმე გვქონდეს კანიბალიზმის შემთხვევასთან.