თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. გორში ეკლესიაში მომხდარი ქურდობის ფაქტზე პოლიციამ 19 წლის ახალგაზრდა დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი რამდენიმე დღის წინ გაქურდეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა შესაწირავის ორი ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე წაიღო სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხაც.
დაკავებული ახალგაზრდა წარსულში ნასამართლევია, ის ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
წყარო - შსს