ხულოში ახალგაზრდა მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა

როგორც კლინიკაში აცხადებენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ხულოში 25 წლის მამაკაცს ამწედან ჩამოვარდნილი მანქანა დაეცა. იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
ახალგაზრდა მამაკაცი ავტომობილის შეკეთების დროს დაშავდა.
შემთხვევა გუშინ საღამოს, ხულოს მუნიციპალიტეტში ჰესის ტერიტორიაზე მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი თავდაპირველად ხულოს კლინიკაში გადაიყვანა, შემდეგ კი პაციენტის ბათუმში გადაყვანა გახდა საჭირო. ის ამ დროისთვის ბათუმში კლინიკა BSM-შია მოთავსებული.
დაშავებულს კლინიკა BSM-ში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.