კატის უცნაური გრაფიტი თბილისში: რუსეთის მოქალაქეს ჯარიმა დაეკისრა

თბილისში „კატებიანი“ გრაფიტი ავტორს 10 ათასი ლარი დაუჯდა
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა თბილისში შენობების კედლებზე გრაფიტის ხატვისთვის რუსეთის მოქალაქე 10 ათასი ლარით დააჯარიმა.
თბილისის ქუჩებში აპრილში გამოჩენილმა გრაფიტიმ კატის თავის გამოსახულებით და ამოუცნობი წარწერით დედაქალაქის მცხოვრებლები შეაშინა და მრავალი „შეთქმულების თეორია“ გააჩინა.
თბილისის პოლიციამ იდუმალი გრაფიტის ავტორი იპოვა და გამოუწერა ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის - ქალაქის იერ-სახის დამახინჯებისთვის.
უცნაური ნახატები თბილისში: პოლიციამ ავტორი იპოვა >>
იდუმალი ნახატების ავტორი აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკვე ერთი წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობს და ერთ-ერთ რესტორანში მზარეულად მუშაობს. მას ჰყავს კატა სახელად „შიშა“ და სწორედ მას გამოსახავდა ის სიმბოლურად თავის გრაფიტიში. ნახატს ახლდა რუსულენოვანი წარწერა „შიშა“.