„ეს არის დასავლეთში რუსოფობიის ამჟამინდელი შემოტევის და რუსეთის საწინააღმდეგო გიჟური სანქციების ბუნება. გიჟურის და, ვიტყოდი, დაუფიქრებელის. მათ რაოდენობასა და სისწრაფეს პრეცედენტი არ გააჩნია. გათვლა გასაგები იყო: რუსეთის ეკონომიკის წალეკვა ბიზნეს-ჯაჭვების რღვევის, რუსეთის ბაზრიდან დასავლური კომპანიების იძულებით გაწვევის, სამამულო აქტივების გაყინვის ხარჯზე მრეწველობისთვის, ფინანსებისთვის, ადამიანების ცხოვრების დონისთვის დარტყმის მიყენება. არ გამოუვიდათ“, – განაცხადა პუტინმა.
„შეცდომაა ივარაუდო, რომ ძლიერი გარდაქმნების დროს შეიძლება სადღაც გამოიზამთრო იმის მოლოდინში, რომ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება და ძველებურად იქნება. არ იქნება. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთი ქვეყნის მმართველი წრეები სწორედაც რომ ასეთი ილუზიებით იკვებებიან, არ სურთ ცხადის დანახვა და დაჟინებით ებღაუჭებიან წარსულის აჩრდილს“, – აღნიშნა პუტინმა.