დღეს 2022 წლის 16 ივნისია, ხუთშაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
კარგი დღეა მნიშვნელოვან თემ,ებზე ხანგრძლივი საუბრებისთვის. ადამიანები უფრო მეტად დაუახლოვდებიან ერთმანეთს. საქმეებში და პრობლემების გადაწყვეტისას ინტუიცია დაგეხმარებათ. წარმატებით ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები.
ვერძი: ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. გარშემომყოფებს შესანიშნავად გაუგებთ, მიხვდებით, რა უდევთ მათ გულში. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. დღეს ენერგიული ხართ, მაგრამ დასვენება მაინც გჭირდებათ. დღის მეორე ნახევრისთვის არაფერი რთული და დამღლელი არ დაგეგმოთ.
კურო: დღის პირველი ნახევარი სამუშაოს დაუთმეთ. შეგიძლიათ წარმატებების მიღწევა, რომელიც შეუმჩნეველი არ დარჩება. ხელსაყრელი დროა მათთვის, ვინც პროფესიულ სფეროში ცვლილებებისკენ ისწრაფვის. დღის მეორე ნახევარი მშფოთვარედ ჩაივლის. შეგიძლიათ დახმარებისთვის სანდო ადამიანებს მიმართოთ.
ტყუპი: დღის დასაწყისში იოლი გამარჯვების იმედი ნუ გექნებათ. საჭირო შედეგის მისაღწევად შრომა დაგჭირდებათ. შესაძლოა, დაირღვეს ძველი შეთანხმებები, მოგიწიოთ ახალი მოკავშირეების მოძებნა. დღის მეორე ნახევარი უფრო იღბლიანად ჩაივლის. კარგი დროა ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია თანხის მიღება.
კირჩხიბი: თუ მტკიცე და შეუპოვარი იქნებით, ბევრი რამ გამოგივათ. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები შეიძლება ხანგრძლივ მეგობრობაში გადაიზარდოს. არაა გამორიცხული უჩვეულო და სიანტერესო როგორც სამუშაო, ისე პირადი ხასიათის წინადადებები. ურთიერთობები ჰარმონიული იქნება.
ლომი: კარგი იდეებისა და სწორი გადაწყვეტილებების დღეა. საქმიანობისას ინტუიცია დაგეხმარებათ. გაგახარებთ შეხვედრები მეგობრებთან და ახლობლებთან. კარგი დღეა საოჯახო დღესასწაულის მოსაწყობად. შეძლებთ ოჯახის წევრების განწყობის ამაღლებას. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.
ქალწული: ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ ეწყობა თქვენი ურთიერთობები კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. გაქვთ სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის შანსი. კარგი დღეა მგზავრობისთვის. სახლისგან მოშორებით შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები, რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
სასწორი: დღის პირველი ნახევარი იღბლიანი იქნება და გამოიყენეთ ეს დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. შესაძლებელია ძველი საქმიანი კავშირების აღდგენა ან ახლის დაწყება. დღის მეორე ნახევარი შესანიშნავი დრო დასვენებისა და გართობისთვის. შეგიძლიათ გარემოს გამოცვლა.
მორიელი: დღის დასაწყისში სიფრთხილე გმართებთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღება, ნაბიჯების გადადგმა, არ ილაპარაკოთ ზედმეტი და არავის არაფერს დაჰპირდეთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ურთიერთობების გამტკიცებისთვის ახლობლებთან, საოჯახო ღონისძიებებისთვის.
მშვილდოსანი: ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, ამიტომ იჩქარეთ. სჯობს, პრიორიტეტები მალე განსაზღვროთ და ყველაზე მნიშვნელოვანზე გაამახვილოთ ყურადღება. ახლობლებთან განსაკუთრებულად დელიკატური და მომთმენი იყავით. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა.
თხის რქა: ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. სწრაფად გამონახავთ საერთო ენას განსხვავებულ ადამიანებთან. შეძლებთ ახალ ნაცნობებთან დამეგობრებას. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. ახალი ურთიერთობები სწრაფად განვითარდება. კარგი დღეა ასევე მუშაობისთვის.
მერწყული: არ იჩქაროთ. დღე საკმაოდ იღბლიანად ჩაივლის, თუ თანმიმდევრულად, აუჩქარებლად იმოქმედებთ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებსა და კარგ სიახლეებს გპირდებათ. ხელსაყრელი დროა ადამიანების გაცნობისთვის, მეგობრული ან რომანტიკული შეხვედრებისთვის.
თევზები: თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ, ბევრ საქმეში მიაღწევთ წარმატებას. არ მიატოვოთ დაწყებული საქმე შუა გზაზე, შესაძლოა, საჭირო შედეგისთვის რამდენიმე მცდელობა დაგჭირდეთ. სავარაუდოა კარგი სიახლეების გაგება, მომგებიანი გარიგების დადება. არაა გამორიცხული თანხის მიღება.