ანდრეი კოცი
დასავლეთი სულ უფრო აქტიურად ამარაგებს უკრაინას იარაღით. ამერიკელებმა ამ მიზნით, „დახმარების პაკეტის“ ფარგლებში მორიგი 700 მილიონი დოლარი დახარჯეს. რატომ არ არის კიევი მაინცდამაინც კმაყოფილი მიწოდებებით, წაიკითხეთ „რია ნოვოსტის“ მასალაში.
„ჯაველინის“ გამოყენების პრობლემა
ჯერ კიდევ ორი თვის წინ უკრაინის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად იყენებდნენ დასავლური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს, ძირითადად, კიევისა და ხარკოვის მიმართულებით, ასევე მარიუპოლში. იარაღმა, როგორც უკრაინელი სამხედროები აღნიშნავდნენ, გაამართლა საფარში. არსენალში ბლომადაა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებისა და ნაღმმტყორცნების ნომენკლატურა: ამერიკული Javelin, ბრიტანული NLAW, სინგაპურ-ისრაელის Matador, გერმანული Panzerfaust 3, შვედური AT4.
Javelin-ის გახმაურებული შესაძლებლობების მიუხედავად, ისინი პანაცეად ვერ იქცა. იყო შემთხვევები, როდესაც ტანკი ოთხი მოხვედრის შემდეგაც განაგრძობდა სვლას. ამასთან, დანადგარი ძალიან პრეტენზიულია: დამიზნების სისტემის საიმედოობა ძლიერაა დამოკიდებული ამინდსა და გარემო პირობებზე. ბრძოლების მონაწილეთა თქმით, მარიუპოლში ასეთი კომპლექსები ფაქტობრივად „ვერ ხედავდნენ“ საბრძოლო მანქანის ცხელ ძრავს ხანძრების ფონზე.
ამერიკელებიც აღიარებენ არასაკმარის ეფექტურობას. გამოცემა The Washington Post წერს, რომ პენტაგონს დაეზარა 286-გვერდიანი ინსტრუქციის უკრაინულად თარგმნა. სათადარიგო ელემენტებიც არასაკმარისია. სწავლების კურსიც მხოლოდ და მხოლოდ ორი დღეა.
საფრთხე ავიაციისთვის
დონეცკელი სამხედროების თქმით, მათ გაცილებით მეტ პრობლემას ბრიტანული NLAW უქმნის. თუმცა მათი მოქმედების მანძილი 800 მეტრს არ სცილდება.
უფრო საინტერესოა გერმანული Panzerfaust 3. ის გამოირჩევა სიმსუბუქით, სიმძლავრით და შეუძლია ნებისმიერი ტექნიკის დაზიანება. გარდა ამისა, საკმაოდ მოსახერხებელი და კომპაქტურია.
როგორც დონეცკის ჯარში აღნიშნავენ, ბრძოლების შედეგებზე მოქმედებს გადასატანი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსებიც, უმთავრესად, ამერიკული Stinger, ბრიტანული Starstreak და Martlet, ასევე ნორვეგიული Mistral. დასავლეთი ათასობით ასეთ იარაღს გზავნის. ეს რუსული ავიაციის საკმაოდ სერიოზული შემაკავებელი ფაქტორია. ვერტმფრენები და მოიერიშეები იძულებული არიან სამიზნეებს დიდი სიმაღლიდან ესროლონ.
კალიბრების ომი
ბოლო კვირებში უკრაინა 155-მილიმეტრიანი კალიბრის არტილერიას იღებს. ესენია: ამერიკული ჰაუბიცა M777, სხვადასხვა მოდიფიკაციის თვითმავალი M109, საველე იარაღი M114, ფრანგული ბორბლიანი САУ CAESAR, იტალიური FH70 და სხვ. ასეთი სისტემების მოქმედების მანძილი 30 კმ-ია. ავდეევკაში, მარინკასა და პესკიში გამაგრებული უკრაინის შეიარაღებული ძალები მაისის ბოლოდან რეგულარულად ისვრიან დონეცკის ცენტრისკენ.
საპასუხოდ დონეცკის ძალები შეიარაღდნენ 152-მილიმეტრიანი ჰაუბიცებით „გიაცინტი-Б“-თი. თუმცა მათი სროლის კორექტირება რთულია, არ არის საკმარისი უპილოტოები. დამატებით პრობლემას ქმნის პორტატული რადიოლოკაციური სისტემები, რომელთა დახმარებითაც უკრაინული მხარე ჭურვის ტრაექტორიის მიხედვით ზალპის რაიონის ამოცნობას ახერხებს.
უპილოტო საფრთხე
ბრძოლების პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურად იყენებდნენ თურქულ სადაზვერვო-დამრტყმელ უპილოტო აპარატებს Bayraktar TB2-ს. თუმცა ისინი რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის იოლი სამიზნე აღმოჩნდა.
აპრილში ვაშინგტონმა კიევს 100-ზე მეტი დრონი-კამიკაძე Switchblade გადასცა. თუმცა ღია საინფორმაციო წყაროებში მათი გამოყენების შესახებ არაფერია ცნობილი. დასავლელი ჟურნალისტების მონაცემებით, უკრაინელ მებრძოლებს უბრალოდ ეშინიათ უკანონო იარაღის გამოყენება.
მასმედიის ინფორმაციით, სიტუაციას ართულებს სათადარიგო ნაწილებისა და სპეციალისტების უკმარისობა. ხოლო საბჭოთა ნიმუშებთან მუშაობას შეჩვეული ჯარისკაცების გადამზადება რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ეს ყველაფერი იწვევს სერიოზულ კამათს დასავლეთის დახმარების ეფექტურობაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე