მსოფლიო დღეს

ავიაკომპანია Turkish Airlines სახელს იცვლის

Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სახელს იცვლის — ამიერიდან მას Turkiye Hava Yollar („თურქეთის ავიახაზები“) ერქმევა, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
რებრენდინგის შესახებ გადაწყვეტილება იმ პროგრამის ფარგლებში მიიღეს, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის სახელის – Turkiye აღიარებას ითვალისწინებს, ნაცვლად Turkey-სა. რესპუბლიკის ხელისუფლების განცხადებით, ეს ღონისძიება ქვეყნის პრესტიჟს აამაღლებს.

„ჩვენ გადავდგით სიმბოლური ნაბიჯი, შევცვალეთ რა ჩვენი ქვეყნის სახელი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე გამოიყენება. Turkey აღარ არსებობს, არსებობს Turkiye. და ამიერიდან ჩვენი ლაინერების ფიუზელაჟებზე Turkish Airlines-ს აღარ დავაწერთ, ეს იქნება Turkiye Havayollar“, — თქვა პრეზიდენტმა თანამგზავრ Turksat 5B-ის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიაზე.

მანამდე, 2 ივნისს გაერომ დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა უცხო ენებზე შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებში ქვეყნის სახელის შეცვლაზე. ახლა ის თურქული ფონეტიკური ნორმების მიხედვით დაიწერება — Turkiye.
წყარო: Haberturk