გამოცემა The Hollywood Reporter-ის ცნობით, „ჯოკერის“ მეორე ნაწილში, სახელად Joker: Folie à deux შესაძლოა ხოაკინ ფენიქსთან ერთად ლედი გაგაც ვიხილოთ, რომელიც ჰარლი ქუინის როლს შეასრულებს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ „ჯოკერის“ მეორე ნაწილი შესაძლოა მიუზიკლი იყოს.
ახლახან რეჟისორმა ტოდ ფილიპსმა სოციალურ ქსელში ხოაკინ ფენიქსის ფოტო გაავრცელა. „სცენარით არის გატაცებული“, – დაწერა რეჟისორმა.
ფენიქსის მონაწილეობით „ჯოკერი“ 2019 წელს გამოვიდა და „ოსკარიც“ დაიმსახურა.