ფასები იზრდება: რა ხდება მარცვლეულის ბაზარზე

Sputnik
სერგეი ლესკოვი
გაერომ ივნისში გამოაქვეყნა ყოველთვიური მოხსენება, რომელიც შეიცავს 2022-23 წლებში ხორბლის წარმოებისა და მოხმარების პროგნოზს. სიტუაცია მეტად აპოკალიფსურია.
ხორბალი არის, მაგრამ მსოფლიოს შიმშილით აშინებენ
„FАО-ს პროგნოზის თანახმად, 2022-23 წლებში მსოფლიოში ხორბლის მოცულობა არ იქნება საკმარისი მოსალოდნელი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებად“.
ამ მშრალი ციტატის უკან იკითხება სავსებით კონკრეტული ქვეტექსტი. პური ყველას არ ეყოფა. აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანას ემუქრება რეალური შიმშილი მარცვლეულისა და ფქვილის უკმარისობის გამო, ფიქრობს საერთაშორისო ანალიტიკური კომპანიის Gro Intelligence-ის გენერალური დირექტორი სარა მენკერი.
„დარჩენილია 10 კვირის ხორბლის მსოფლიო მარაგი. 400 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა სასურსათო რისკის ზონაში“, - მოსალოდნელი გლობალური შიმშილის დაწყების ამ ვადებზე მენკერი საუბრობდა ჯერ კიდევ მაისის მიწურულს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
მსოფლიო დღეს
გაეროს სპეცმომხსენებელი: სურსათის ფასები სპეკულაციების გამო იზრდება
მაგრამ ექსპერტები ფიქრობენ, რომ ევროპელი და ამერიკელი ანალიტიკოსები, რომლებიც პროგნოზებს ადგენენ, ბოლომდე არ ხსნიან კარტებს და ფაქტებს ამახინჯებენ. როგორც აღმოჩნდა, მსოფლიო ექსპორტიორებს საცავებში ხორბალი აქვთ, მაგრამ მომხმარებლებამდე მისი მიტანა ყოველთვის არ შეუძლიათ.
მაგალითად, FАО-ს მონაცემებით, 2021-22 წლებში ხორბლის მსოფლიო ბაზარზე 776,7 მლნ ტონა ხორბლის მარაგია (მოხმარება - 771,1 მლნ ტონა).
2022-23 წლების პროგნოზით, ეს მაჩვენებელი, მართალია, მცირდება, მაგრამ ხორბლის დეფიციტი მაინც არ შეინიშნება: წარმოება იქნება - 770,8 მლნ ტონა, მოხმარება - 768,6მლნ ტონა.
დაახლოებით ასეთივე თანაფარდობაა მსოფლიო ვაჭრობის მოცულობის მხრივ: 192,1მლნ ტონა - 188,9 მლნ ტონა. „სხვაობა არის, მაგრამ არა კრიტიკული, როგორც ამის წარმოჩენას ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ“, - ფიქრობს რუსეთის მარცვლეულის კავშირის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ელენა ტურინა.
„ფიზიკურად ხორბალი არსად გამქრალა. გრძელდება მისი წარმოება ჩვეული მოცულობით. თუმცა ფაქტია, რომ მისი მიწოდების ლოგისტიკური ჯაჭვი გაწყვეტილია პანდემიური შეზღუდვებისა და ანტირუსული სანქციების გამო. მაგალითად, რუსული ხორბლის აფრიკის ქვეყნებში ზღვით გატანა დღეს შეუძლებელია, ჩვენი ხომალდებისთვის ბევრი ევროპული ნავსადგურია ჩაკეტილი“, - განუცხადა Sputnik-ს ელენა ტურინამ.
ლავროვი: რუსეთი მზადაა უკრაინას ბლოკირებული მარცვლეულის გატანაზე დაელაპარაკოს

მთავარი მიმწოდებლები - რუსეთი და ყაზახეთი

ამასობაში, რუსეთმა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით (USDA), 2021 წელს კვლავ პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოში ხორბლის წარმოებისა (76 მლნ ტონა) და ექსპორტის (32,9 მლნ ტონა) მიხედვით. აქედან სამ მილიონ ტონაზე მეტი ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში გაიგზავნა.
რუსული ხორბლის უმსხვილესი იმპორტიორი ყაზახეთია. 2021 წელს მან რუსეთისგან 1,2 მლნ ტონა ხორბალი შეიძინა.
„ჩვენთან და, როგორც ვიცი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე ხორბლის მიწოდების პრობლემა არ არსებობს“, - განუცხადა Sputnik-ს ყაზახეთის ხორბლის გადამამუშავებელთა კავშირის წარმომადგენელმა ევგენი კარაბანოვმა.
ყაზახეთი თავადაც ხორბლის უმსხვილესი მწარმოებელია. 2021 წელს ყაზახეთმა აწარმოა 113,5 მლნ ტონა ხორბალი. ამგვარად, ის წარმატებით ვაჭრობს ხორბლით სხვა ქვეყნებთანაც. წელს იგეგმება 6,5 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი.
ყაზახეთიდან ექსპორტირებული ხორბლის 85%-ს ყიდულობენ უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ირანი. პრემიუმ კლასის ხორბალს ყიდულობენ ევროკავშირის ქვეყნები და თურქეთი. მაგალითად, იტალია ყოველწლიურად ყიდულობს 200 ათასამდე ტონა მყარ ჯიშებს. თურქეთი - რბილ, საფქვავ ჯიშებს, - ამბობს ევგენი კარაბანოვი.
მსოფლიო დღეს
„მარცვლეულის დერეფანი“: ერდოღანი პროექტს პუტინთან და ზელენსკისთან შეათანხმებს
არაერთგვაროვანი სიტუაციაა საქართველოში. როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა ლევან სილაგავამ განაცხადა, „უკვე რამდენიმე თვეა, ხორბლის შემოტანამ ქვეყანაში აზრი დაკარგა“. მისი სიტყვებით, ქვეყანაში ხორბალი პრაქტიკულად აღარ დარჩა.
სილაგავა ამ გარემოებას უკავშირებს რუსეთის გადაწყვეტილებას, რომელმაც შარშან ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი დააწესა. თუმცა საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა რუსული ფქვილის იმპორტი, რომელიც საერთოდ არ იბეგრება.
„ეს ძალიან დიდი სხვაობაა. რამდენიმე თვის განმავლობაში ფქვილი აგრესიულად შემოდის და ხორბალს ანაცვლებს“, - აღნიშნა სილაგავამ.
თუმცა საქართველოში პურის ფასზე ეს არ აისახება, ფიქრობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისი თქმით, ფქვილი არის. სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ არსებობს. ჩვენთვის მთავარია - მოსახლეობისთვის პური იყოს ხელმისაწვდომი, აღნიშნა მან.

ხორბლის კვალდაკვალ გაძვირდა პურიც

უზბეკეთის მოქალაქეებმა კი პრაქტიკულად იმთავითვე იგრძნეს მსოფლიო ბაზარზე ხორბლის მკვეთრი გაძვირება. მაისის შუა რიცხვებში ერთი ტონა ხორბლის ფასმა საერთაშორისო ბირჟებზე $400-ს გადააჭარბა. ტაშკენტში მაშინვე გაძვირდა პური - 75%-ით.
უზბეკეთის ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის აზრით, ფასების ზრდა დროებითია და უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კრიზისით, ასევე იმპორტირებული ფქვილის მაღალი ფასითაა გამოწვეული.
პესკოვი: უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტზე მკაფიო მონახაზები არ არსებობს
„ამის მიუხედავად, უზბეკეთს სურსათის საკმარისი მარაგი აქვს. ფინანსთა სამინისტრო ითხოვს ფასების სტაბილიზებას და ბაზარზე დამატებით 50 ათასი ტონა ადგილობრივი ფქვილის გატანას“, - აღნიშნა მირზაევმა პრესკონფერენციაზე.
მსგავსი სიტუაციაა ტაჯიკეთში. აქ პური 50%-ითაა გაძვირებული.

უკრაინის ფაქტორი

უკრაინა რუსეთთან ერთად კვლავ ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. 2022 წლის დასაწყისში რუსეთისა და უკრაინის ექსპორტი მსოფლიოს ხორბლის ბაზარზე 30%-ს შეადგენდა. მას შემდეგ, რაც ელევატორებსა და ნავსადგურებში 20 მლნ ტონა ხორბალი გაიჭედა, დასავლელმა პოლიტიკოსებმა რუსეთი „მსოფლიოში მოსალოდნელ შიმშილობაში“ დამნაშავედ შერაცხეს.
თუმცა ექსპერტები არ აზვიადებენ ამ მოცულობის მნიშვნელობას მსოფლიო ბაზრისთვის. მით უფრო, რომ ევროპაში უკრაინიდან ხორბლის ნაწილი უკვე გაიტანეს რკინიგზით, ნაწილი ავტომობილებით, როგორც გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ ივარაუდა, „დასავლური შეიარაღების სანაცვლოდ“.
რასაკვირველია, არ შეიძლება უკრაინაში წარმოებული ხორბლის მნიშვნელობის უგულებელყოფა. მაგალითად, უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი მომდევნო სეზონზე 22 მლნ ტონიდან 10 მლნ ტონამდე შემცირდება. ეს კი ნიშნავს, რომ იმპორტიორებს, რომელთა შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მარაგის შესავსებად მოუწევთ სხვა მომწოდებლების მოძიება.
რუსეთის პრეზიდენტმა კი ამასწინათ განაცხადა, რომ მომავალ წელს რუსეთი გაზრდის ხორბლის ექსპორტს მსოფლიო ბაზარზე 37 მლნ ტონადან და 50 მლნ ტონამდე. თუმცა მიიღებენ თუ არა ამ ხორბალს მყიდველები - უცნობია. ანტირუსული სანქციების გაუქმებას ხომ ჯერ არავინ აპირებს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე