მსოფლიო დღეს

უკრაინა საქართველოს პოზიციით კვლავ უკმაყოფილოა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის წარმომადგენელი რუსეთის მიმართ საქართველოს პოზიციით უკმაყოფილოა.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერაზე უარის გამო ანგარებაში დაადანაშაულა.
GORBI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომში ქვეყნის ჩაბმის წინააღმდეგია
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ შეუერთდება დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
სამშაბათს ქართულმა ტელეკომპანია „იმედმა“ GORBI-ს გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების დაახლოებით 70%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, არ დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა სანქციებს არ შეუერთდა, რადგან, მისი აზრით, ეს სანქციები რუსეთს ვერ დააზარალებს, მაგრამ სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკასა და მოსახლეობას.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ეს არის „სპეცოპერაცია უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“ და უკრაინის ტერიტორიების დაკავება არ შედის რუსეთის გეგმებში. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება დაიწყეს.