ყვითელი ამბები

პრინცი ლუის „მავნე ქცევა“ მიუთითებს, რომ უილიამი და კეიტი მკაცრი მშობლები არ არიან

Sputnik
დედოფალ ელისაბედ მეორის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე პატარა პრინც ლუის ცელქობა ისევ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში. პატარა პრინცის ქცევას ამჯერად ექსპერტები აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ პატარა ლუის გამოხატულად ქცევის დარღვევა აქვს, ნაწილი კი მის საქციელს უბრალოდ „ბავშვობით“ ხსნის.
ყვითელი ამბები
რატომ არ ქორწინდებოდა პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონზე?
გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, რომ ლუის ეს ონავრობა იმაზე მიუთითებს, რომ პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი უბრალოდ ძალიან თანამედროვე მშობლები არიან და არ მიმართავენ მკაცრ ზომებს აღზრდის პროცესში.

,,პრინც ლუის „მავნე ქცევა“ მიუთითებს, რომ პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი მკაცრი მშობლები არ არიან”, – მიიჩნევენ ექსპერტები.

ცნობილია, რომ სამეფო ოჯახს აღზრდის საკმაოდ მკაცრი პროტოკოლი აქვს, რაც საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის ნორმების განუხრელად დაცვას გულისხმობს.