წელს ცხოველთა მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეებმა საეკლესიო გალობის ფონზე განასახიერეს მსხვერპლად შეწირული ცხოველების ხოცვა.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს საპატრიარქოსკენ მსვლელობის მოწყობაში შეუშალა ხელი. პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა, რომლებიც სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.