თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. 5 და 6 აგვისტოს შავი ზღვის საკურორტო სოფელ ციხისძირში (ბათუმიდან 18 კმ) მუსიკალური ფესტივალი Komorebi Festival 2022 გაიმართება.
„მსოფლიო სცენის ლეგენდარული არტისტები, ფავორიტ ლოკალურ მუსიკოსებთან ერთად შექმნიან ჟანრობრივ მრავალფეროვნებას სივრცეში, სადაც მუსიკა, ბუნება და ურთიერთობები იდეალურ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. საცეკვაო მოედნის კონსტრუქცია ნებისმიერ ამინდში შეუქმნის კომფორტს ფესტივალის სტუმრებს“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალის პირველი დღის ლაინ-აპში არიან ელექტრონული მუსიკის შემდეგი შემსრულებლები: Catnapp live, Creams live, Digital Groove Affair, Kvanchi, MCMLXXXV, Rezo Glonti live, Steffi, Vnjoka B2B Mariami.
ფესტივალის მეორე დღეს სცენაზე წარდგებიან Matrixxman, Ndrx B2B Zitto, Takaaki Itoh და Yanamaste.
ფესტივალის კარი გაიხსნება 5 აგვისტოს, 20:00 საათზე. იმოქმედებს ასაკობრივი ზღვარი 18+. ფესტივალის ორივე დღეს ბათუმიდან ციხისძირში და უკან, შეუჩერებლად იმოძრავებს სპეციალური ტრანსპორტი.
გაყიდული ბილეთებით შემოსული თანხის ნაწილი დავეხმარებით უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მეომრების ოჯახებს მოხმარდება.
ბილეთები იყიდება ვებგვერდზე tkt.ge