ყვითელი ამბები

ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძესთან ერთად გადაღებულ პირველ ვიდეოს ავრცელებს

ცნობილი წყვილი ერთად ყოფნის იუბილეს აღნიშნავს.
Sputnik
ცნობილმა მოდელმა ჯანეტ ქერდიყოშვილმა მეუღლეს, პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს სოციალურ ქსელში საჯაროდ მიულოცა ერთად ყოფნის იუბილე და რომანტიკული ფოტოები და ვიდეოები გაასაჯაროვა.
ერთ-ერთ ვიდეოზე, სადაც წყვილი ავტომანქანით მგზავრობს, ჯანეტმა დაწერა, რომ ეს მათი პირველი ერთად გადაღებული ვიდეოა.
ნოე და ჯანეტი 2019 წლის 9 ივნისს დაქორწინდნენ. წყვილს მცირეწლოვანი გოგონა ანა ჰყავს. ჯანეტისთვის ეს პირველი ქორწინებაა, ნოესთვის – მესამე.