დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ივნისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 10 ივნისია, პარასკევი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
რაც უფრო ფრთხილად იმოქმედებთ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ გამარჯვების. აჩქარებამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ როგორც სამუშაო, ისე საშინაო საქმეებში. არ ღირს სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება, ყველას ნდობა - საქმიან და პირად ურთიერთობებში.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 ივნისი>>
ვერძი: დღეს საერთო ენას გამონახავთ იმათთანაც კი, ვისთან კონტაქტიც აქამდე გიჭირდათ. ადამიანები, ვისაც დღემდე თქვენი აზრი არ აინტერესებდათ, დღეს ყურადღებით მოგისმენენ. შესაძლებელია მომგებიანი გარიგებები. შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან
კურო: დილით არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ეს დრო უფრო ჩვეული საქმეებისთვის გამოდგება. მოაწესრიგეთ სამუშაო ადგილი, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები. ურთიერთობებისთვის დღის მეორე ნახევარია კარგი დრო. შესაძლებელია რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ტყუპი: დღის პირველ ნახევარში რამე გეგმის მიხედვით თუ არ წავიდა, არ ინერვიულოთ, რადგან სერიოზული პრობლემები არ შეგექმნებათ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა სწრაფად გაძლიერდება და ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. საღამო კარგი დროა ახლობლებთან შესახვედრად.
კირჩხიბი: დღეს გარშემომყოფები უფრო ხშირად მოგაცდენენ - ვინმეს შეიძლება თქვენი რჩევა დასჭირდეს, ვიღაცას - თქვენთან დალაპარაკება... ძალიან კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებისთვის. გაგიჩნდებათ ბევრი კარგი იდეა. მოსალოდნელია იღბლიანი შოპინგი, გარიგებების დადება.
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
ლომი: საქმიანი და პირადი ურთიერთობები არ აურიოთ. მოგიწევთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება - უნდა იხელმძღვანელოთ მხოლოდ პროფესიული ინტერესებით და არა სიმპათია-ანტიპათიით. დღეს არ ღირს ტრადიციებისა და მიღებული წესების დარღვევა. აჯობებს, თუ ნაკლებ ყურადღებას მიიპყრობთ.
ქალწული: განეწყვეთ მეგობრულად - დღეს კატეგორიულად მიუღებელია ჩხუბი, კამათი, ურთიერთობების გამორკვევა, პრეტენზიების წაყენება. ხელსაყრელი დღეა ფინანსური თვალსაზრისით. მოსალოდნელია თანხის მიღება, საქმიანი წინადადების შემოთავაზება, რაც თქვენს შემოსავლებს გაზრდის.
სასწორი: კარგი დღეა ძველ ახლობელთან შესახვედრად, ვინც კარგად იცის, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. შეძლებთ სერიოზულ დალაპარაკებას, უთანხმოებების მოგვარებას. საქმიანობაში გარშემომყოფები დაგეხმარებიან. სანდო არიან თუ არა ახალი ნაცნობები, ამის გარკვევაში ინტუიცია დაგეხმარებათ.
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი, რომლებიც ამ ზაფხულს სიყვარულს იპოვიან: ვერძი, კირჩხიბი და...
მორიელი: ყურადღებით იყავით. დღე ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით და ეცადეთ, ხელიდან არცერთი არ გაუშვათ. დაძაბული ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება და ეს ძალიან გაგახარებთ. თუ დღის დასაწყისი კარგი დროა ურთიერთობებისთვის, მეორე ნახევარი საქმიანობას დაუთმეთ.
მშვილდოსანი: დილით გაგიჭირდებათ გონების მოკრება. გარშემომყოფები ჩვეულებრივზე ხშირად გაგიფანტავენ ყურადღებას, რაც გაგაღიზიანებთ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი იღბლიანი იქნება. შეგიძლიათ როგორც მარტო, ისე გუნდთან ერთად მუშაობა.
თხის რქა: გარშემომყოფებთან ურთიერთობები გაგიჭირდებათ, შესაძლებელია გაუგებრობები წვრილმანების გამო. სავარაუდოდ, სერიოზული კონფლიქტები არ გელოდებათ. კარგი დღეა სამეცნიერო მუშაობის, კვლევების, ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.
ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებიც პარტნიორს ღალატს არ პატიობენ
მერწყული: კარგი დღეა საქმეებში ინიციატივის გამოსაჩენად. გაუზიარეთ თქვენი იდეები სანდო ადამიანებს. ისინი დაგეხმარებიან და გირჩევენ, რა მოქმედება ჯობია ჩანაფიქრის რეალიზაციისთვის. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. განწყობას აგიმაღლებთ და ენერგიით აგავსებთ აქტიური დასვენება.
თევზები: დაისვენეთ, თუ შეძლებთ საქმეების გადადებას. თუ ვერ მოახერხებთ და ბევრი საქმე გაქვთ, დახმარება ითხოვეთ. კარგი დღეა გუნდური მუშაობისთვის. არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაჭრა, თუნდაც ძალზე მარტივი მოგეჩვენოთ. არ ენდოთ სხვის რჩევებს. სჯობს, საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ.