ყვითელი ამბები

„ის ჩემი ერთადერთი ცოლია...“ - ბრიტნი სპირსის ქორწილის ჩაშლა ყოფილმა ქმარმა სცადა

მომღერალ ბრიტ­ნი სპირ­სის ქორ­წი­ლის ჩაშ­ლის მცდე­ლო­ბის გამო მისი ყო­ფი­ლი ქმა­რი და­ა­კა­ვეს.
Sputnik
პოპ­ვარ­სკვლა­ვი ბრიტ­ნი სპირ­სი, მა­მის მე­ურ­ვე­ო­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, საქმრო­ზე სემ ას­გა­რი­ზე და­ქორ­წინ­და. ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნია ლოს-ან­ჯე­ლეს­ში გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა მას დრა­მი­სა და სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. მასმე­დი­ის ცნო­ბით, ბრიტ­ნი სპირ­სის ყო­ფი­ლი ქმა­რი ჯე­ი­სონ ალექ­სან­დე­რი ქორ­წილ­ში და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად მი­ვი­და და მისი ჩაშ­ლა სცა­და, თუმ­ცა ეს ვერ შეძ­ლო, რად­გა­ნ პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა.
ყვითელი ამბები
„ბავშვი-საოცრება დავკარგეთ...“ - ბრიტნი სპირსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
რო­გორც ვენ­ტუ­რას ოლ­ქის შე­რი­ფი ჰყვე­ბა, პო­ლი­ცი­ა­ში შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და, რის შემ­დე­გაც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრიტ­ნი სპირ­სის ყო­ფი­ლი ქმა­რი ქორ­წი­ლის ცე­რე­მო­ნი­ის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯე­ი­სონ ალექ­სან­დე­რი სოციალურ ქსელში პირ­და­პირ ეთერ­ში ჩა­ერ­თო, სა­დაც ჩან­და, რო­გორ იმ­ყო­ფე­ბო­და ცე­რე­მო­ნი­ის ად­გი­ლზე, დაც­ვას კი უთხრა, რომ სპირ­სმა და­პა­ტი­ჟა, რაც სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და.
„ის ჩემი პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ცო­ლია, აქ იმის­თვის მო­ვე­დი, რომ ქორ­წი­ლი ჩავ­შა­ლო“, – ამ­ბობ­და ვი­დე­ო­ში მა­მა­კა­ცი. ალექ­სან­დე­რი ბრიტ­ნის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია, წყვილ­მა 2004 წელს იქორ­წი­ნა, თუმ­ცა მათი ქორ­წი­ნე­ბა მხო­ლოდ 55 სა­ათს გაგ­რძელ­და.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჯერ კი­დევ იძი­ე­ბენ მომ­ხდარს და ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა სას­ჯელს გა­მო­უ­ტა­ნენ ბრიტ­ნის ყო­ფილ ქმარს.
ბრიტ­ნი სპირ­სი მა­ნამ­დე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო კე­ვინ ფე­დერ­ლა­ინ­ზე, რო­მელ­თა­ნაც ორი ვაჟი ჰყავს, ბავ­შვე­ბი 14 და 15 წლის არი­ან. რაც შე­ე­ხე­ბა ბრიტ­ნის ახ­ლან­დელ ქმარს სემ ას­გა­რის, მათ ერ­თმა­ნე­თი 2016 წელს გა­იც­ნეს. 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნენ. მა­ლე­ვე ბრიტ­ნიმ მა­მის მე­ურ­ვე­ო­ბას და­აღ­წია თავი.
ბრიტ­ნი სპირ­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.