აღმოსავლეთი-დასავლეთის ავტობანზე მეწყერი ჩამოწვა

გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ტრანსპორტის მოძრაობა გადართულია გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.
Sputnik
თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, აღნიშნული საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრზე ჩამოვიდა მიწა-კლდის შვავი, რის შედეგადაც გზა რამდენიმე საათით დაიკეტა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ტრანსპორტის მოძრაობა გადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი