მსოფლიო დღეს

მასმედია: სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტი მოულოდნელად გააუქმა

Sputnik
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინში დღეისათვის დაგეგმილი ვიზიტი მოულოდნელად გააუქმა, წერს გამოცემა ARTE (Association Relative à la Télévision Européenne).
გამოცემის ცნობით, სტოლტენბერგმა ვიზიტის გაუქმების შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკვე შეატყობინა, თუმცა მასმედიისთვის მიზეზები ცნობილი არ არის.
დღეს იენს სტოლტენბერგი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და თავდაცვის მინისტრ კრისტინა ლამბრეხტს უნდა შეხვედროდა. შეხვედრა ივნისის ბოლოს მადრიდში ნატოს სამიტისთვის მზადებას უნდა დათმობოდა.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, შეხვედრებზე ასევე უნდა განხილულიყო „უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის გავლენა ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე“.
დღის წესრიგში, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ასევე იყო ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების, ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციისა და ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის საკითხები.