ყვითელი ამბები

რატომ არ სურთ კეიტ მიდლტონს და პრინც უილიამს მეგან მარკლთან და პრინც ჰარისთან შერიგება

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ოცნებობს, რომ ერთ დღეს მის ოჯახში მშვიდობა და სიმშვიდე მოვა, თუმცა ნისლიანი ალბიონის მონარქებს შორის ვნებანი არ ცხრება.
Sputnik
დედოფალი ელისაბედი შვილიშვილების შერიგებას ცდილობდა, ცოტა ხნის წინ პრინცი ჰარი და მისი ცოლი მეგან მარკლი ტახტზე მისი ასვლიდან 70 წლისთავის აღსანიშნავ დღესასწაულზეც მიიწვია, მაგრამ არ გამოვიდა.
ყვითელი ამბები
მჯერა, რომ დედაჩემი იმ ყველაფრით ამაყობს, რასაც ვაკეთებ - პრინცი ჰარი
სასექსის ჰერცოგებსაც სურდათ პრინც უილიამთან და კეიტ მიდლტონთან ურთიერთობის დალაგება და მათი ქალიშვილის ლილიბეტის პირველ დაბადების დღეზე მიწვევა, მაგრამ კემბრიჯის ჰერცოგებმა უარი თქვეს ნათესავებთან შეხვედრაზე და საქმე მოიმიზეზეს.
„უილიამი ჯერ კიდევ უფრთხილდება ჰარისთან ერთად დროის გატარებას, რადგან არასოდეს იცი, რა შეიძლება მოგვიანებით საჯარო გახდეს“, – ციტირებს Ok-magazine.ru სამეფო ოჯახთან დაახლოებულ ინსაიდერს.