ყვითელი ამბები

ცნობილი გახდა რატომ დატოვეს პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა დიდი ბრიტანეთი

Sputnik
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ დაელოდნენ დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის წლისთავის დასრულებას და დიდი ბრიტანეთი დატოვეს. ჟურნალისტ ტომ ბაუერის აზრით, წყვილი ასე მოიქცა მას შემდეგ, რაც მათ მიმართ დამოკიდებულება სასახლეში შეიცვალა ოპრა უინფრისთან სკანდალური ინტერვიუს შემდეგ.
მეგან მარკლის ეფექტური გამოჩენა დედოფლის იუბილეზე - წყვილი დიდ ბრიტანეთშია
გარდა ამისა, ბრიტანელებმა ჰარისა და მეგანის საჯარო გამოჩენის დროს სტვენა ატეხეს.
„სასახლის ჩინოვნიკები არაჩვეულებრივად იყვნენ მომზადებული სასექსელებთან ურთიერთობისთვის. ყველაფერი იყო გაკეთებული დედოფლის მოსაწონად, მაგრამ ამავე დროს იმდენად შეზღუდულად, რომ ეჩვენებინათ – წყვილი უკანა პლანზე გადაიყვანეს", – ციტირებს Daily Mail ბაუერის სიტყვებს.
ჟურნალისტმა ასევე აღნიშნა, რომ პრინცი განრისხებული იყო იმით, რომ ოჯახმა მათ გარეშე ცხოვრება შეძლო.
2, 3 და 4 ივნისს ელისაბედ II-ის მეფობის პლატინის იუბილე და 96 წლის დაბადების დღის აღნიშვნა გაიმართა. მოეწყო ტრადიციული აღლუმი და ფეიერვერკი, შემდეგ წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა, ხოლო ბუკინგემის სასახლეში როკ-ჯგუფ Queen-ის კონცერტი გაიმართა.