თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

შსს-ს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაკავებული პირი სასამართლოში ისნის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებს ჰყავდათ მიყვანილი. სასამართლოს ამ პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა ემსჯელა.
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია, შსს-ს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
წყარო - მთავარი არხი