აჭარაში განთავსების ადგილების რაოდენობა ორ წელიწადში 1,5-ჯერ გაიზრდება

ტურისტული სეზონი რეგიონში, რომელიც აერთიანებს ზღვისა და მთის კურორტებს, ივნისის შუა რიცხვებში იხსნება.
Sputnik
თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. აჭარაში 2022-2023 წლებში ტურისტების განთავსების 20 ათასამდე ახალი ობიექტი გაიხსნება და მათი რაოდენობა ჯამში 63 ათასამდე გაიზრდება, განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ.
დღეს აჭარა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილია როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული ტურისტებისთვის. ტურისტული სეზონი რეგიონში, რომელიც აერთიანებს ზღვისა და მთის კურორტებს, როგორც წესი, ივნისის შუა რიცხვებში იხსნება და ჩვეულებრივ ოქტომბრის პირველ რიცხვებამდე გრძელდება.
„დღეს აჭარაში 43 ათასზე მეტი განთავსების ადგილია, წელს და მომავალში კიდევ 20 ათასამდე დაემატება“, – განაცხადა რიჟვაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ავტონომიის ხელისუფლება ზრუნავს განსახლების ობიექტებზე არა მხოლოდ რეგიონის ცნობილ საზღვაო კურორტებზე, არამედ მთიან აჭარაშიც, რომელიც იზიდავს სალაშქრო და ველოტურიზმის მოყვარულებს.