რამდენიმე დღის წინ ინტერნეტ-სივრცე შაკირასა და ჟერარ პიკეს განშორების შესახებ გავრცელებულმა სიახლემ მოიცვა. ინსაიდერების განცხადებით, ფეხბურთელმა კოლუმბიელ მომღერალს უღალატა.
ამ დრომდე წყვილს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია, თუმცა ცოტა ხნის წინ შაკირამ სოციალური ქსელის საშუალებით მიმართვა გაავრცელა.
„სინანულით ვადასტურებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩვენი გზები გაიყო, თუმცა შვილების კეთილდღეობა ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება. უმორჩილესად გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ამ საკითხს და პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს“, – დაწერა შაკირამ.
ცნობილია, რომ წყვილი ერთად 11 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, მათ 7 და 9 წლის ვაჟები ჰყავთ.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პიკემ პარტნიორს პაბლო გავის დედასთან უღალატა. თუმცა ახლახან სრულიად სხვა დეტალები გამოიკვეთა. ჟერარ პიკემ შაკირას პაბლო გავის დედასთან კი არა, 19 წლის გოგონასთან უღალატა. El Periódico-ის ცნობით, პიკეს ახალი შეყვარებული 19 წლის ქერათმიანი სტუდენტია, რომელიც ღონისძიებების წამყვანად მუშაობს. ისინი შაკირამ პირდაპირ საწოლში გამოიჭირა. სხვა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.