მსოფლიო დღეს

სტამბულში უცხოელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა: არიან დაჭრილები

Sputnik
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. თურქეთის ქალაქ სტამბულში უცხოელთა ორ ჯგუფს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოხდა, არიან დაჭრილები, იტყობინება ტელეარხი A Haber.

„სტამბულის რაიონ ესენიურტში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ორ ჯგუფს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მძიმედ“, − იტყობინება ტელეარხი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების არაერთი ჯგუფი იყო მობილიზებული.
ამ დროისათვის დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.