ყვითელი ამბები

„სეფსისი ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო“ - მერაბ სეფაშვილი კლინიკაში რჩება

Sputnik
მომღერალი მერაბ სეფაშვილი ფილტვების ანთებით და სეფსისით კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ მისმა პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა მასმედიაში განაცხადა. პროდიუსერის თქმით, მომღერლის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების საჭიროება არ დამდგარა, შესაბამისად, ის პალატაში იმყოფება.
ყვითელი ამბები
ვინ ეუბნება თამუნა მუსერიძეს, რომ მისი ბიოლოგიური დედის ვინაობა იცის, მაგრამ არ გაუმხელს
მისივე ინფორმაციით, მომღერალი თავს უკეთ გრძნობს, სიცხემაც დაუწია.

„დღეს ვესაუბრეთ, შედარებით კარგად საუბრობს. ექიმმა ლევან რატიანმა როგორც გვითხრა, ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს. სეფსისი ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. პროცესი მიდის, ექიმმა თქვა, უნდა ვუმკურნალოთ და მოვერევით, ყველაფერი კარგად იქნებაო. რაც მთავარია, მკურნალობას ექვემდებარება, არ გართულებულა, რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ და პალატაში გადის მკურნალობას", – განაცხადა გია გოგორიშვილმა.

აღნიშნული მიზეზის გამო მომღერალს დაგეგმილი კონცერტების გადადება მოუწია. მერაბ სეფაშვილი კონცერტებს გამოჯანმრთელების შემდეგ ჩაატარებს. კონცერტების ზუსტი თარიღები ჯერ ცნობილი არ არის, დაგეგმვისთანავე მაყურებელს ინფორმაცია წინასწარ ეცნობება.