ყვითელი ამბები

„კარგი კაცი იყო, წესიერი, პატიოსანი...“ - რატომ ატირდა დათო ხუჯაძე გადაცემაში

Sputnik
მომღერალმა დათო ხუჯაძემ „ნოესთან“ სტუმრობისას მამაზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა და ატირდა. მან ჯერ მამის მუსიკალური წარსული გაიხსენა, შემდეგ კი მამა დაახასიათა.
ყვითელი ამბები
„იმდენად გაკვირვებული სახე მქონდა, დათოს გაეცინა...“ - როგორ სთხოვა დათო ხუჯაძემ ცოლს ხელი

„მამაჩემმა ყველაფერი გამიკეთა, და მარტო მე კი არა, ამ ქვეყანასაც რაღაც გაუკეთა. გარკვეულწილად, გიშრის კულტურა საქართველოში მამაჩემის აღმოჩენილია. ოკრიბის მთებშია ეს წიაღისეული. მეზობელმა ტყიდან წამოიღო ეს ქვა, მამაჩემი იუველირი იყო და აჩვენა ეს ქვა. მამაჩემი დაჯდა, დაიწყო რაღაცების კეთება და გამოიყვანა ის ფორმები, რაც დღეს არის. ეს ყველაფერი მამაჩემის გამოგონილია“, – ამბობს მომღერალი, ხოლო კითხვაზე, როგორი მამა იყო, პასუხის გაცემა უჭირს.

„მაგაზე რთულია ლაპარაკი. ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ გარშემო ვინც მყავდნენ ბიჭები, ეძახდნენ ერასტიჩს, მამამისის სახელს. კარგი კაცი იყო, წესიერი, პატიოსანი და მშრომელი. სოფლიდან ჩამოვიდა 18 წლის, ჩააბარა თეატრალურში და ყველაფერს თავისით მიაღწია. ამის შემხედვარე მეც ასე გავიზარდე. მეც მისგან შევიყვარე შრომა“, – ახასიათებს მამას დათო ხუჯაძე.