დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები

შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება.
Sputnik
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. 2022 წლის ოთხ თვეში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 3,3%-ით შემცირდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარ-აპრილში საქართველოში დაახლოებით 19,3 ათასი დანაშაული მოხდა, რომელთა 51%-ია გახსნილი.
რუსთავის ციხე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5-5 ათასი დანაშაული ხდება.

დანაშაულის ტოპ-ხუთეული

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – 4 თვეში დაახლოებით 5,9 ათასი მსგავსი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 49,3%.
მეორე ადგილზეა ნარკოდანაშაულია. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა დაახლოებით 1,4 ათასი მსგავსი დანაშაული. აქედან გახსნილია 88,1%.
ოჯახური ძალადობა
ოჯახური დანაშაული მესამე ადგილზეა. ოთხ თვეში დაფიქსირებულია 1,3 ათასი მსგავსი დანაშაული, საიდანაც 77,8% გახსნილია.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული:
ქურდობა – 5.936
ნარკოდანაშაული – 1.437
ოჯახური ძალადობა – 1.270
სატრანსპორტო დანაშაული – 1.101
მუქარა – 1.096.
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, იანვარ-აპრილში ქვეყანაში დარეგისტრირდა 23 მკვლელობა, აქედან 8 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 101 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 41 – გაუპატიურება, 3 – ადამიანებით ვაჭრობა, 8 - ქრთამის აღება და ტერორიზმის სამი შემთხვევა.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2022 წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 7.904 ადამიანი. აქედან 502 პირობით სასჯელს იხდიდა.
2.552 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
სხვადასხვა დანაშაულის გამო დაზარალებულის სტატუსი 6.315 ადამიანს მოენიჭა.
წყარო - შსს-ს მასალები