თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. აზერბაიჯანში სამგზავრო ავტობუსი ამობრუნდა. უბედური შემთხვევა შაქის რაიონში, მთიან ზონაში მოხდა.
Isuzu-ს მარკის ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის დროს ავტობუსში მძღოლის გარდა კიდევ 22 ადამიანი იმყოფებოდა - 16 მოსწავლე, 6 მასწავლებელი და მშობელი. ყველა მგზავრი სამუხის რაიონის მცხოვრებია, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
დაშავებულები შაქის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.