შემზარავი სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით 2021 წელს

ყველაზე უმცროსი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 11 წლის იყო
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში თვითმკვლელობის 467 შემთხვევა და თვითმკვლელობის მცდელობის 491 შემთხვევა დაფიქსირდა, ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს სუიციდის შემთხვევების მესამედი თბილისში დაფიქსირდა. წლის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქში 150-მა ადამიანმა მოიკლა თავი, კიდევ 158-მა სცადა თვითმკვლელობა.
2021 წელს დაფიქსირებულ შემთხვევებში სუიციდი უფრო ხშირად მამაკაცებს აქვთ ჩადენილი, 958 დაფიქსირებული შემთხვევიდან თვითმკვლელობა ჩაიდინა ან სცადა თვითმკვლელობა 290-მა ქალმა.
ყველაზე უმცროსი, ვინც სამწუხარო სტატისტიკაში მოხვდა, 11 წლის იყო, ყველაზე უფროსი - 90-ის.
წყარო - შსს-ს მასალები