სახელმწიფო 52 ეკომიგრანტ ოჯახს სახლებს შეუსყიდის

ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ.
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 52 ეკომიგრანტ ოჯახს სახლებს შეუსყიდის.
სააგენტოში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიამ აღნიშნული ოჯახები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.
ეკომიგრანტი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის, უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩევენ.
კომისიის გადაწყვეტილებით, ახალი სახლების შესყიდვის პარალელურად, სახელმწიფო საკუთრებაში მცხოვრებ 140-მდე ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა.
წყარო - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო