თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოში მცხოვრებ ებრაელ თემს შავუყოთის დღესასწაულს მიულოცა.
„გისურვებთ წარმატებას, კეთილდღეობასა და სიკეთეს“, - ნათქვამია სააგენტოს მილოცვაში.
შავუყოთი სინაის მთაზე თორის მიღებასთან დაკავშირებული ზეიმია. ამ დღეს, ფესახიდან 50-ე დღეს ებრაელებმა თორა მიიღეს. თორის მიღების დღიდან დღემდე ებრაელების ბედს ღმერთის რწმენა და მისი მცნებებისადმი ერთგულება განსაზღვრავს. სინას მთაზე ებრაელებმა პირობა დადეს, რომ ყველგან და ყოველთვის თორის ერთგულები იქნებოდნენ.