მეცნიერების პოპულარიზატორი ილია კოლმანოვსკი თბილისში ლექციებს წაიკითხავს

თბილისში წარდგება „გამტარი“ რთულ ინფორმაციასა და ადამიანის ტვინს შორის
Sputnik
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. მეცნიერების ცნობილი რუსი პოპულარიზატორი, ჟურნალისტი, კრეატიული საგანმანათლებლო პროექტებისა და ინტერაქტიული ექსკურსიების ავტორი ილია კოლმანოვსკი 4 და 6 ივნისს თბილისში ლექციებს წაიკითხავს.
ლექციები აბაშიძის ქუჩაზე 36 ნომერში მდებარე ბიზნეს-ცენტრ „ტერმინალში“ 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთები ვებგვერდ tkt.ge-ზე იყიდება.
„რთულ ინფორმაციასა და ადამიანის ტვინს შორის „გამტარი“, რომელიც მოსაწყენმა ლექციებმა და გაკვეთილებმა დაღალა“ - ასე წარუდგინეს მეცნიერი ქართველ აუდიტორიას. საქართველოს დედაქალაქში კოლმანოვსკი თავის ლექციებს ზრდასრულ ადამიანებს და მოზარდებს მიუძღვნის.
პოპულარიზატორი ილია კოლმანოვსკი
„ილია ისაუბრებს იმაზე, თუ როგორ ხდება დღეს კიბოზე გამარჯვება, კიბორგების შექმნა, გენმოდიფიცირებული ცხოველების ორგანოების გადანერგვა ადამიანებზე და მინი ტვინების კულტივაცია ლაბორატორიაში, რა როლს თამაშობს ეს აღმოჩენები რიგითი ადამიანის ცხოვრებაში. და პირიქით, რა როლს ასრულებენ რიგითი ადამიანები პროგრესის განხორციელებაში“, - ნათქვამია ლექციების ანონსში.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ისწავლიან თანამშრომლობას ამ რთულ სამყაროში, გაარკვევენ, რა პირობებია საჭირო დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაჭრელად, რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ არ გაამახვილონ ყურადღება ცუდზე და მრავალი სხვა.
ილია კოლმანოვსკი დაიბადა მოსკოვში ბავშვთა ფსიქოლოგისა და მოლეკულური ბიოლოგის, ალექსანდრე კოლმანოვსკის ოჯახში. ის არის ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, რედაქტორი, ჟურნალისტი და შოუს წამყვანი. ავტორია საბავშვო სასწავლო სახელმძღვანელოების, წიგნებისა და აუდიო ლექციების.
წყარო - tkt.ge