მსოფლიო დღეს

ლატვიაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

Sputnik
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ლატვიაში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება ბალტიისპირული ინტერნეტ-გამოცემა Delfi.
გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (SPKC) უკვე აწარმოებს ეპიდემიოლოგიურ კვლევას ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
ამ დროისათვის მიმდინარეობს ინფიცირებული პაციენტის გამოკითხვა.
SPKC-ს ცნობით, ავადმყოფი 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც საზღვარგარეთ დაინფიცირდა. დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
მსოფლიო დღეს
მაიმუნის ყვავილი და სიკვდილიანობა: აფრიკაში 70-მდე ადამიანი გარდაიცვალა
Monkeypox (მაიმუნის ყვავილი) იშვიათი ზოონოზური ვირუსული ინფექციაა, რომლის საწყისი სიმპტომებია: ცხელება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება, შემცივნება და დაღლილობა. შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება სახეზე და შემდეგ ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე. გამონაყარი იცვლება და გადის სხვადასხვა სტადიას მანამ, სანამ ქერქი ჩამოყალიბდება, რომელიც მოგვიანებით ცვივა.
მაიმუნის ყვავილის ვირუსი ადამიანს ავადმყოფის ინფიცირებით დაზიანებულ კერებთან, ბიოლოგიურ სითხეებთან და ვირუსით დაბინძურებულ ქსოვილებთან (მაგალითად, ლოგინის თეთრეული) მჭიდრო კონტაქტითა და ასევე ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. საინკუბაციო პერიოდი 6-13 დღეს მოიცავს, თუმცა შესაძლოა 5-21 დღემდე გაგრძელდეს. მაიმუნის ყვავილის ეპიდემიის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1%-დან 10%-მდე მერყეობს.
წყარო: Delfi